საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ოკუპაციაზე: ჩვენი ძალისმიერი წინააღმდეგობა შეიძლება პროვოკაციად იქცეს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლოა, დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს.

"ცნობამ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენის მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.

შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები