ენერგეტიკა

Inter Rao საქართველოსგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

facebook.com/pg/interrao

რუსულმა ენერგოგიგანტმა Inter Rao-მ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა კომპანია ქვეყნისგან მოითხოვს იმ ზარალის ანაზრაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. 

Inter Rao ფლობს სს "თელასი"-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.

Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში.

ინტერ რაო ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს. ზოგადად, საქართველოში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას.

სარჩელის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენამდე, ინტერ-რაომ პრეტენზიები წარადგინა საქართველოს მთავრობის წინაშე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ინვესტორი ითხოვს 125მლნ. აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას.

კომენტარები