იაპონიაში მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. 400 000-მდე ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.
კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შენობები დაანგრია და ქუჩები დაფარა. წყლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევდა.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში 7000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.





