7 ივლისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, გურიის, ბარნოვის და ზანდუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 12:30-მდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-დან 12:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, კრწანისის შესახვევის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ბალანჩივაძის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დელისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და ოქროყანის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 :00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის I, II, III და IV კორპუსების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





