სტიქია ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში ორი პირის გადამრჩენ მაშველებს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს, ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ,პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა.

“ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებისგმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეოპირობებში,წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს. მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალისამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის” - თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

ძლიერი წვიმის გამო ჩხოროწუში მდინარე ხობისწყალი გუშინ ადიდდა. მდინარის მოულოდნელად ადიდების დროს, ორი ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მაშველებმა ისინი ვეტრმფენით გადაარჩინეს.

 

კომენტარები