ბიუჯეტი 2017

ბიუჯეტის 6 თვის გეგმის საშემოსავლო ნაწილი 106%-ით, ხარჯვითი ნაწილი კი 95%-ით შესრულდა

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ფინანსთა მინისტრმა დიდმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პირველი ნახევრის შესრულების ანგარიში წარადგინა. მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6%-ის გადაჭარბებით, შესრულდა მისი ხარჯვითი ნაწილი კი გეგმის 95%-ს შეადგენს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4.28 მილიარდი ლარი, რაც გეგმის 105.1%-ია. საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით გადაჭარბებითაა შესრულებული სხვა კატეგორიებიც და ჯამში, 6 თვეში შემოსავლების სახით მიღებულმა სახსრებმა 4.66 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106.4%-ია.

ფინანსთა მინისტრმა მოგების გადასახადის რეფორმაზეც ისაუბრა, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამ რეფორმის შედეგად მხოლოდ მაისში წინა წელთან სედარებით 120 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი დარჩა კერძო ბიზნესში. 

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ვიცეპრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია. ბიუჯეტის ხარჯებში 31%-ით, 1.14 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ამავდროულად, 36 მილიონით არის შემცირებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. 

2017 წლის ბიუჯეტით ქვეყანაში 4%-იანი ზრდის მიღწევაა დაგეგმილი, ხუთი თვის წინასწარი მონაცემებით, ზრდა 4.5%-ია. 

კომენტარები