შეწყალების კომისია

საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 9 ქალი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 120 პირი დღესვე დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს კი სასჯელი შეუმცირდებათ. 

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან 9 ქალბატონია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა. შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალბატონია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი“, - ამბობს ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

 

კომენტარები