აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

კვირიკაშვილი: საქართველოს აშშ-თან საერთო ღირებულებები და ინტერესები აკავშირებს

twitter.com/realDonaldTrump

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერი გავრცელებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება. 

"დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში." -წერია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და საქართველოში ვიცეპრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენიპარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად.ასევე, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას."- ამბობს პრემიერმინისტრი.

კომენტარები