ავტოსაგზაო შემთხვევა

თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი დაშავდა

თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი ქვეითი დაშავდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები