30 ივნისს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

30 ივნისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:30-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის და მირიან მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება:  რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები