ყაჩაღობა

ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. დააკავეს.

დაკავება გუშინ, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას უკავშირდება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ "არალში", ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში - სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები