28 ივნისს, თბილისის ცხრა რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

mashable

28 ივნისს, დღის მანძილზე თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის IX, XI, XII კილომეტრების, ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ნუცუბიძის, მარგიანისა და პიკასოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა" მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ვეკუას, ქერჩის, ხიზაბავრის, თიანეთისა და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, ლარსის, კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: კალისტრატე ცინცაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, წინანაურის, დიუმას, ორთაჭალისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გოგაშენის, არალეთის, ბჟოლეთის, ედისის, დვირის, ჟველაურის, ვაზიანის, იფნევის, კვერნაულის და ზვარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევი, კახეთის ხევის, კახეთის გზატკეცილის, შირაქის I შესახვევის, წინანდლის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ცუცხვათის, გარეკახეთის, თელავის, ძევერის, ვაჟა ივერიელის, შორაპნის, ნავთლუღის, სპანდარიანის, უჯარმის, შირაქის ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ზინდისის, კასპის, ჭრელაშვილის, 300 არაგველისა და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის, ორხევის დასახლებისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლებისა (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლებისა (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, უზნაძის, პასტერისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები