განზრახ მკვლელობის მცდელობა

ყვარლის რაიონში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

Getty Images

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ეჭვიანობას უკავშირდება.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, მამაკაცი ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა, სამართალდამცაველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-მ ნივთმტკიცებად არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები