რეკლამა

გალტ & თაგარტმა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო

International Finance Magazine-მა გალტ & თაგარტი დააჯილდოვა. კომპანიამ საქართველოში 2017 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო. 

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია, გაუწიოს კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. უფრო მეტიც, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ღირებულ მხარდაჭერას უწევს ქართულ კომპანიებს დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებაში. აღნიშნული აღიარება ხსენებული მიღწევების დასტურია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“ - განაცხადა გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

IFM-ის ჯილდოები გადაეცემა იმ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ფინანსების სფეროს განვითარებაში.

კომენტარები