უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

პრემიერი: მიწის საკუთრებაზე შეზღუდვები არ შეუქმნის პრობლემას უცხოურ ინვესტიციებს

შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები, პირველ რიგში, აუცილებელი პასუხია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს.

და კიდევ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, რა თქმა უნდა, არ არის რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე.

კომენტარები