საკონსტიტუციო მონარქია

მამა ილია: ხალხი გაჭირვებული, უყველაფრო და უსამსახუროა, რა დროს მეფობანაა?!

კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ფიქტიურ მეფეს, რომელიც არ მართავს ხელისუფლებას, მაშ რა საჭიროა ბუტაფორია?! აბსოლუტური მონარქია კი დიქტატურაა 21-ე საუკუნეში. მაშ, რა საჭიროა მეფობანას თამაში?! მე, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ვწერ ამ სიტყვებს... დიახ, აქ არის პარლამენტური მონარქია, მაგრამ აქ ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ხდება სახელმწიფოებივი ინსიტუტების უწყვეტი ჯაჭვის პატივისცემა. ჩვენ კი სწორედ ეს ვერ გამოვიმუშავეთ ქართველებმა და თვალებდათხრილივით მიმოვედებით ყველაფერს, კონსტიტუციას რამის ყოველ წელს ვცვლით: ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ. გვეყო ამდენი თამაში... საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა?! კიდევ ერთი პომპეზური, ფუფუნების და ნეპოტიზმის ინსტიტუცია მოვიგონოთ რისთვის, ეს რას მისცემს ხალხს?! ეს უბრალო, გაჭირებულ გზადაბნეულ ხალხს რას უშველის? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაბრკოლების ახალი მიზეზი, ქილიკის და დაცინვის ახალი მიზეზი, ამასობაში ქვეყნის დაცლა ქართველებისგან გრძელდება, რომელნიც სამშობლოში დღეს უცხოდ და დაუცველად გრძნობენ თავს...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე მონარქიის შესახებ

კომენტარები