ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამტრედია ყარაბაღს დაუპირისპირდება

UEFA.com

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლის სეზონის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები გაირკვა.

საქართველოს ჩემპიონი ს.კ. სამტრედია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ს.კ. სამტრედიის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" იქნება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 11-12 ივლისს გაიმართება, განმეორებითი მატჩები კი 18-19 ივლისს.

კომენტარები