ჩემპიონთა ლიგა

მარსელო არჩევნებზე დამკვირვებლად გამოიძახეს და ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

მადრიდის რეალის მცველი, ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო, ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს გამოტოვებს, რადგან არჩევნებზე დამკვირვებლად გამოიძახეს. 

ესპანეთში არჩევნები 4 მაისს იმართება. დამკვირვებლებს კი შემთხვევითი კენჭისყრის შედეგად ირჩევენ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქეა და ბრმა კენჭისყრით დამკვირვებლად აირჩიეს. 

მადრიდის რეალმა და თავად ფეხბურთელმაც გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა მადრიდის მერიამ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა არასაპატიო მიზეზად ჩათვალა.

რეალისა და ჩელსის პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მომდევნო მატჩი კი 5 მაისს გაიმართება. 

კომენტარები