მკვლელობა

ვარკეთილში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილის რაიონში მამაკაცი დაჭრეს, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილის მე-3 ა მიკრორაიონში მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პირი ცივი იარაღით დაჭრეს და ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები