საკონსტიტუციო მონარქია

დარჩიაშვილი: მონარქიის აღდგენით ქვეყანაში ჩემი ცოლის დაქალების პერსონაჟი გაჩნდება

facebook.com/parliamentgeo

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღება ნეგატიური შედეგების მომტანი ნაბიჯი იქნება.

"ამ ეტაპზე, თვალსაწიერ პერსპექტივაში საქართველოში რომ მონარქია აღდგეს ჩათვალეთ, რომ ჩემი ცოლის დაქალების კიდევ ერთი პერსონაჟი გაჩნდება - ეს ყველაზე იოლ და საუკეთესო შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში კი ამით შეიქმნება წრე, სადაც კორუფცია და პატრონ-ყმობა დაიმკვიდრებს თავს. ეს პატრონ-ყმობა მონარქიის გარეშეც არ გვაკლია სამწუხარიდ საქართველოში.

მთავარი ამ ქვეყნისათვის არის ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა და ის რომ სუსი და პოლიცია არ იყოს პოლიტიზირებული და არ არღვევდეს, როგორც მოქალაქეების ისე უცხოელების უფლებებს", - ამბობს დარჩიაშვილი.

"ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - განაცხადა დღევანდელ ქადაგებაზე ილია მეორემ. 

პატრიარქის პოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ "ეს ძალიან საინტერესო იდეაა". ქართული ოცნების წევრის მამუკა მდინარაძის თქმით კი მონარქიის აღდგენამ "ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებულობა და ხიბლი" შეიძლება შემატოს საქართველოს.

კომენტარები