ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

Getty Images

მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალის მე-6 კილომეტრზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ავარიას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევა ღამით, დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

კომენტარები