ბიზნესმენის გატაცება

კიდ არქიტექტურის დამფუძნებელი ნიკა შავიშვილი მის გატაცებაზეც საუბრობს

ნიკა შავიშვილი
რუსთავი 2

კიდ არქიტექტურის დამფუძნებელი ნიკა შავიშვილი მის გატაცებაზეც საუბრობს. შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გუშინ მიაწოდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, იმავე პირებს უკავშირდებათ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ კომპანია სვეტის დამფუძნებელი, გია ჯიბლაძე გაიტაცეს.

"ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები,“ - თქვა ნიკა შავიშვილმა რუსთავი 2-თან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, სამშენებლო კომპანია სვეტის ხელმძღვანელის, გია ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებული პირები პატიმრობაში რჩებიან. საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული. ჯიბლაძის თქმით, ისინი მოქანდაკე ზურაბ წერეთელთან დაკავშირებული პირები არიან.

კომენტარები