15 ივნისს, თბილისის ხუთი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 15 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბარნოვის, გუნიას, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, გოგებაშვილის და ბელინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის, შირაქის, გარეკახეთის და კოშკოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, აწყურის, წინანდალის, ივერიელის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის და საბურთალოს რაიონები

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის, საკანდელიძის, გაბაშვილის, მარიჯანის, ზურაბ ანჯაფარიძის, თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩხეიძის, ჩახავას, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და ბროლოსანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

18 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, შარაშენიძის, ღლონტის, გოდერძი ჩოხელის, სიხარულიძის, ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, კარბელაშვილების, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, წერონისის, იოსელიანის, მექანიზაციის და გარეჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები