ნობელის პრემია

ბობ დილანს ნობელის პრემიის ლაურეატი ლექციის პლაგიატში ადანაშაულებენ

getty images

ლეგენდარულ მომღერალსა და მწერალ ბობ დილანს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ლექციის პლაგიატში ადანაშაულებენ. 

BBC-ის ინფორმაციით, ბობ დილანმა ჰერმან მელვილის ნაწარმოების "მობი დიკის" გარჩევა SparkNotes-იდან წაიკითხა.

ცნობისთვის, SparkNotes ვებგვერდია, სადაც ლიტერატურული ნაწარმოებების გარჩევები იდება.

დილანმა ნობელის პრემია "ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატულების შექმნის" დამსახურებისთვის მიიღო.

ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი 1941 წლის 24 მაისს მინესოტის შტატში დაიბადა. 60-იანი წლებიდან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკის განვითარებაში. დილანი მეოცე საუკუნის ამერიკული ფოლკ-როკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელია. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, იგი The Beatles-ის შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, დილანი გრემის 9 ჯილდოს მფლობელია.

კომენტარები