რეპერების საქმე

ირაკლი კიკნაველიძე რეპერებზე: თუ მართლა გადაცდომა იყო, დამნაშავეები სად არიან?

სულ ყველამ რომ დავივიწყოთ ნარკოტიკის ჩადების, პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნების ყველა ფაქტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა, თუ ეს ამბავი მართლა გადაცდომა იყო, დამნაშავეები სად არიან? სად არიან ის ადამიანები, სადაც ეს გადაცდომა ჩაიდინეს? სად არიან ადამიანები, რომლებმაც ეს გადაცდომა დაუშვეს? მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირ გადაცდომასთან საქმე არ გვაქვს და ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია, რომ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებას არ მოსწონს, შეიძლება, ერთ დილას ნარკოტიკი აღმოუჩინონ ჯიბეში ან იარაღი აღმოუჩინონ ჯიბეში, ან შეიძლება პირადი ცხოვრების ჩანაწერები გამოუქვეყნონ

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს სპიკერი საუბრობს "ბირჟა მაფიას" რეპერების საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან კობერიძემ "შესაძლო გადაცდომად" შეაფასა. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "არჩევანი"

კომენტარები