რეპერების საქმე

Young mic-ის ადვოკატი: მიხეილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ მგალობლიშვილი გამოსულია ტელეკომპანია "იმედის"ეზოდან და ოფიციალურად დაკავებულია 15:00 საათზე. დრო არანაირად არ ემთხვევა, მანამდეა გამოსული და სპეციალურად ატარეს აქეთ-იქით, რომ პროცესუალურად საათები დამთხვეოდა. მეორეც, აერიათ ფაქტობრივი და იურიდიული დაკავება. იურისპრუდენციაში არსებობს იურიდიული დაკავება, როდესაც უკვე ლეგიტიმური საფუძველი გაქვს ადამიანი დააკავო და არსებობს ფაქტობრივი დაკავება, როდესაც ადამიანს აჩერებ და თავისი ნება-სურვილით უკრძალავ სივრცეში გადაადგილებას. ესეც კი არეულია, პირიქითაა მითითებული. ადგილზე არ შემდგარა ჩხრეკის ოქმი. როგორც მიხეილ მგალობლიშვილი ამბობს, ის გაჩხრიკეს და ამოუღეს ის, რაც ჩაუდეს. შემდეგ ჩასვეს მანქანაში და როგორც თვითონ ამბობს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მიშა მგალობლიშვილის იგივე Young mic-ის ადვოკატი ყვება იმ საეჭვო გარემოებებზე, რაც რეპერების საქმეში ფიგურირებს. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "არჩევანი"

კომენტარები