ხვალ, 13 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის, საბურთალოს, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორის, კრწანისის, დიდგორის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, იორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





