ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი ქორეპისკოპოსზე: ვინც მომინახულებს, მის ნამდვილ სახეს დაინახავს

ნეტგაზეთი

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი მამალაძე წერილში პირველად უპირისპირდება ღიად პატრიარქის კორეპისკოპოს იაკობს. მამალაძე ამბობს, რომ ქორეპისკოპოსი სასულიერო პირებს მისი მონახულების საშუალებას არ აძლევს, რადგან ეშინია, რომ დეკანოზისგან მის "პირუთვნელად შემაძრწუნებელ როლზე" გაიგებენ ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეში.

"ქრისტიანთათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ასევე პატიმართა მონახულება. უმეტესად კი ეს მოვალეობა სასულიერო პირისაა. სამწუხაროა, როდესაც ქორეპისკოპოსი საკუთარ გავლენებს იყენებს გულმოწყალების საქმეთა შესაფერხებლად, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. მან ზუსტად იცის, რომ რამდენი სასულიერო პირიც მომინახულებს, იმდენი დაინახავს ქორეპისკოპოსის ნამდვილ სახეს და მის პირუთვნელად შემაძრწუნებელ როლს ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეში. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საღვთო წერილისა თუ წმინდა მამათა სწავლებიდან თითოეული თეზისი ადამიანის უშუალო ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან მიმართებაში იძენს მნიშვნელობას. ჩემი ცხოვრების ბოლო მოვლენებმა ამ თეზისის კარგად გააზრების საშუალება მომცა. ამის გამო დღეს უკეთესი ქრისტიანი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. მადლობა უფალს ამისთვის. იმედი მაქვს, მასაც შეეწევა უფალი და გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია პატიმართა მონახულება,"- წერია დეკანოზის წერილში. 

დღეს ციანიდის საქმის არსებული განხილვა გაგრძელდა. დაცვის მხარემ სხდომის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, მოსამართლისგან უკვე მესამედ მიიღო უარი. 

კომენტარები