ხვალ, 9 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად კვლავ გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. გთავაზობთ ხვალინდელ გრაფიკს:
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, რკინიგზის ჩიხის, დავითაშვილის, იუმაშევის, ქებურიას, ხვედელიანის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულაძის, ლაღიძის, დიდგორის, გუდარეხის, ნინიძის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ჩხენკელის, წულაძის, დიდგორის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის შესახვევის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





