გაზმომარაგება

9 ივნისს, ისან-სამგორის რაიონის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

pennystockresearch

ხვალ, 9 ივნისს, 10:00 საათიდან, ისან-სამგორის რაიონის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზი მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გაზმომარაგება შეუწყდება ისან-სამგორის რაიონში შანდორ პეტეფის ქუჩა №1, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა №1, აეროდრომის I ქუჩის II გასავალის №9ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და აეროდრომის დასახლების მე-6 ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

"გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. 

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები