ხვალ, 7 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებ ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, მუჯირიშვილის, კაიშაურის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, წითლანაძის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირცხულავას, წყალტუბოს და კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





