საპატრიარქო

პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

ambioni.ge

პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მას ამ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.

არსებული ინფორმაციით, კობაიძე პატრიარქის დაცვის წევრი იყო. ის საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.

კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსი ბოლო დროს 2-ჯერ შეიცვალა. ციანიდის საქმის ცნობილი მოვლენების დროს თანამდებობა დატოვა სოსო ოხანაშვილმა, რომელიც გერმანიაში ყოფნისას პატრიარქს ახლდა.

ამის შემდგომ, ამ პოსტზე დაინიშნა ზურაბ ბუჩუკური. თუმცა, მან მალევე, 30 მაისს დატოვა დაცვის სამსახური. თავად მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ის ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებული პირია, რაც მეუფემაც დაადასტურა.

კომენტარები