პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა სულხან ონიანმა წევრობის სურვილის მიზეზად "კარგი ანაზღაურება" დაასახელა.
"მოტივაცია, რომელიც მამოძრავებს ამ განცხადების შემოტანისას, გახლავთ ის კარგი ანაზღაურება, არა პრესტიჟი, არა სიყვარული, არამედ ანაზღაურება, რომელიც აქვს იუსტიციის საბჭოს წევრს. ხაზს ვუსვამ, არა ფული, არამედ ანაზღაურება. მზად ვარ, ამ ანაზღაურებისთვის პირნათლად და კეთილსინდისიერად შევასრულო ის ვალდებულებები, რომლებიც კანონმდებლობით ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრს", - თქვა ონიანმა.