ხვალ, 6 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, პოლიციის, ენუქიძის, მოსტკოვის, გრიშაშვილის, გუმათჰესის და იდუმალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქართველიშვილის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ქსოვრელის, ლომთათიძის, ქართლის, დაისის, კნოლევის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ილურიძის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არველაძის, ანდღულაძის, ბაქრაძის, წალენჯიხის, შერვაშიძის და აფანასიევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





