აფგან მუხთარლის საქმე

ბერძენიშვილი ჯეჯელავაზე: პასპორტი ამ გაგებით ესმის - აჩვენე ბიძიას პასპორტი

მას [ალექსანდრე ჯეჯელავას] პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს, ეს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილია. ის, რაც ვიცეპრემიერისგან მოვისმინეთ, არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერა-კითხვა ვერ ისწავლა და, ამის მიუხედავად, განათლების მინისტრად დანიშნეს. რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ის არა აქვს არანირი ცოდნით შევსებული. თუ ქართველ პოეტს დავესესხები, ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვია, მასზეა ნათქვამია

ყოფილი დეპუტატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება ვიცეპრემიერ ჯეჯელავას იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ აფგან მუხთარლის მიერ პასპორტის სახლში დარჩენა საეჭვო გარემოება არ არის და მისი პასპორტიც სახლშია. რუსთავი 2-ის ეთერი, "განსხვავებული აქცენტები"

კომენტარები