თბილისის 7 რაიონს ელექტროენერგია 5 ივნისს შეზღუდვით მიეწოდება

5 ივნისს, დღის მანძილზე თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის და დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ამაშუკელის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ნუცუბიძის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის, ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: კავსაძის, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, მელითონეების ქვემო დასახლების და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ), იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის და ჯავადის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, აბუსერიძე-ტბელის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები