ამაღამ, დიდუბის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
კომპანიის ცნობით, ღამის 2-დან დილის 7 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





