ხვალ, 1 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის და საბურთალოს რაიონები
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, წყნეთის გზატკეცილის, ჩხეიძის, ქავთარაძის, გაბაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, რაზმაძის, ტაბიძის, აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის, ორხევის შესახვევის, დავით კაკაბაძის I და II შესახვევის, სააკაძის II შესახვევის, ესენინის IV შესახვევის, ორხევის გასასვლელის და ორხევის დასახლების შემდეგი ქუჩების მაცხოვრებლებს - გოკიელის, ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, სააკაძის, მუხაძის, თენგიზ ჩანტლაძის, კაკაბეთის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ახვლედიანის, ესენინის, დავით კაკაბაძის, ამირანაშვილის, პეტრიწის.
მთაწმინდის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბარნოვის და ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არველაძის, ანდღულაძის, ბაქრაძის, შერვაშიძის, აფანასიევის, ტოლენჯის, წალენჯიხის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხახანაშვილის, ივერიელის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ქედის II ჩიხის, ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, სამგორის, მეველეს, გიორგი ნადარეიშვილის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშნებლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.





