საქართველოს ეკლესია

პრემიერი: ხელს შევუწყობთ უცხოეთში ქართული ეკლესიების და სამრევლოების რიცხვის ზრდას

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ამას უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები