თურქეთი

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს, ამოღებულია ტაროს კარტი

haberler.com

თურქული მედია 24 მაისს, ქალაქ ადანაში განხორციელებული რეიდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ადანას უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა საჩივრების საფუძველზე, ერთდროულად ექვს ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს.

აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების 677-ე მუხლით დააკავეს, მუხლი ქვეყანაში არასანქცირებული რელიგიური ობიექტების გახსნის აკრძალვას ეხება.

დაკავებულთა შორის კაფეების 6 მფლობელია, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე მუშაობდა. დაკავებულები იყვნენ ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა სამკითხაო საშუალებებს იყენებდნენ, პოლიციის ინფორმაციით, ადგილებიდან ამოღებულია ტაროს კარტები და სხვა სამკითხაო საშუალებები. სამართალდამცველებმა აღნშნული 12 ადამიანი ადანას სასამართლოს წარუდგინეს.

სასამართლომ ბიზნესის მფლობელებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და გაათავისუფლეს, ექვსი მკითხავი კი სასამართლო დარბაზიდან საბრალდებო დასკვნის გარეშე გაათავისუფლეს.

კომენტარები