ავტოსაგზაო შემთხვევა

კანდელაკის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. კაცს საშუალო სიმძიმის დაზიანება აღენიშნება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება".

კომენტარები