როჯერ მური

89 წლის ასაკში სერ როჯერ მური გარდაიცვალა

United Artists

ბრიტანელი მსახიობი სერ ჯორჯ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას მურის ოჯახი ავრცელებს.

მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა, ის შვეიცარიაში მკურნალობდა.

როჯერ მურის სამსახიობო კარიერა 1945 წელს დაიწყო, მისი ყველაზე ცნობილი როლებია "აგენტი 007 კაცი ოქროს იარაღით", "აგენტი, რომელსაც ვუყვარდი" და სხვა ფილმები.  2007 წელს მურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 

კომენტარები