დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი საპატრიარქოს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს

ნეტგაზეთი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს. ადვოკატების მტკიცებით, საპატრიარქოს იურისტის განცხადება, თითქოს დეკანოზი საკუთარ შპს-ში ფულს ათეთრებდა, სიცრუეა.

ადვოკატებისვე მტკიცებით, ქველმოქმედებისთვის შექმნილ ორგანიზაციას საქმიანობა ოფიციალურად არ უწარმოებია და ფინანსური ტრანზაქციები არ განუხორციელებია.

ადვოკატებს ასევე გასაჩივრებული აქვთ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განჩინება ე.წ. ციანიდის საქმის განხილვიდან მათ ჩამოშორებასთან დაკავშირებით. მოსამართლე ხსნის, რომ ადვოკატებმა სხდომაზე წესრიგი დაარღვიეს, თუმცა, დეკანოზის დამცველები ვერ ხვდებიან, რა დაარღვიეს.

სასამართლოს განცხადების თანახმად, დეკანოზს ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნება.

კომენტარები