აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაკკეინი: ლავროვი მკვლელის მარიონეტია, რომელსაც თეთრ სახლში არაფერი ესაქმებოდა

Sojo.net

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მკვლელის მარიონეტი და პროპაგანდისტია, რომელსაც არაფერი ესაქმება აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში. 

"მე ერთი რამ ვიცი - ლავროვი მკვლელის და ავაზაკის მარიონეტია, რომელმაც რუსული მძიმე და ზუსტი იარაღი გამოიყენა ალეპოში საავადმყოფოებზე დარტყმების მისატანად, რომელიც ადამიანის უფლებებს თელავდა მთლიანად რეგიონში, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი წაართვა. ის ავაზაკივით იქცეოდა და მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში. გარკვეულ გარემოებებში დასაშვები იქნებოდა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, მაგრამ არა მარიონეტ ლავროვთან. ის მხოლოდ პროპაგანდისტია", - თქვა ჯონ მაკკეინმა. 

სერგეი ლავროვი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 10-13 მაისს იმყოფებოდა.

კომენტარები