მელანია ტრამპი

მელანია ტრამპმა საუდის არაბეთში თავსაბურავის გაკეთებაზე უარი თქვა

Reuters

დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტი დღეს, 20 მაისს დაიწყო. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია. აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მიღებული დიპლომატიური ნორმის მიუხედავად საუდის არაბეთში თავსაბურავის გაკეთებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, მიშელ ობამა, ანალოგიური ქმედების გამო დონალდ ტრამმა Twitter-ის მეშვეობით გააკრიტიკა:

"ბევრი ამბობს, რომ მიშელ ობამას მიერ საუდის არაბეთში თავსაბურავის გაკეთებაზე უარი შესანიშნავი საქციელი იყო, თუმცა ისინი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩვენ საკმარისი (enuf - შეცდომით წერს ტრამპი) მტრები გვყავს."

საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, თავსაბურავზე უარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმაც თქვეს. 

ვიზიტის ამსახველი ფოტოები:


ფოტო: Reuters

ვიზიტის ფარგლებში თავსაბურავის გაკეთებაზე უარი ივანკა ტრამპმაც თქვა. 


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters

კომენტარები