ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან

http://www.osce.org#sthash.b21r4tCZ.dpuf

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდება. 

ცნობისთვის, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი, შეხვედრები ცხინვალში გამართა. მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის გამო, საგარეო უწყებაში საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს. ჰერმანის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის თქმითაც, "ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია".

ამასთან, გუშინ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს და სხვა კანდიდატურით ჩანაცვლდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი იმედოვნებს, რომ ევროკავშირს შესაბამისი რეაგირება ექნება.

კომენტარები