სომხეთი

სერჟ სარგსიანმა სომხეთის მთავრობის მიერ გადადგომის შესახებ თხოვნა დააკმაყოფილა

Photolure

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის მთავრობა გადადგა.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირებამდე დროებით მოვალეობის შესრულება გადამგარ მინისტრებს დააკისრა. 

მთავრობის გადადგომის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი 10 დღეში უნდა აირჩიოს.

კომენტარები