დარიალის ხეობა

დარიალის ხეობაში 2-კილომეტრიანი გვირაბი აშენდება

tours2georgia.com

დარიალის ხეობით სარგებლობა ერთი წლის შემდეგ კლიმატურ პირობებზე აღარ იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, რადგანაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე 2-კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. 

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 47.2 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.

ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამდენიმე ვარიანტი წარადგინა. 

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, აღნიშნული შეფერხებების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 1 მილიონ ლარს კარგავდა. 

კომენტარები