დარიალის ხეობა

სამინისტრო: დარიალის ხეობაში, წინასწარი ინფორმაციით, საშიში არაფერია

www.facebook.com/iago.kazalikashvili

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, დარიალის ხეობაში, წინასწარი ინფორმაციით, "საშიში ვითარება არ არის" და ერთ-ერთ რადარზე განგაშის სიგნალის დაფიქსირების მიზეზს სპეციალისტები უკვე სწავლობენ.

"17 მაისის კატასტროფის შემდეგ, როგორც ცნობილია, ადგილზე რამდენიმე რადარი დააყენეს. დღეს ერთ-ერთმა გამოსცა ხმა. ამ წუთებში მოწმდება, თუ რამ გამოიწვია სიგნალი. ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები და სპეციალისტები, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საშიში არაფერია", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების თქმით, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მომუშავე ყველა ადამიანი ტერიტორიას გაარიდეს.

კომენტარები