დარიალის ხეობა

დარიალის ხეობიდან ევაკუაცია დასრულდა

შსს

დარიალის ხეობიდან ევაკუაცია დასრულდა. 70 ადამიანი, რომელიც თავს მონასტერს აფარებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

დევდორაკის მყინვარის ძირში, დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე, გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო. სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას მინიმუმ ორი ან სამი კვირა დასჭირდება.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გოჩა ზეიკიძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ყინულიანმა ნალექმა ცენტრალური გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ დიდია.

კომენტარები